თურქეთში, საკურორტო ქალაქ კუშადასში თვითმფრინავი A300 ჩაძირეს, რათა ტურისტები მიიზიდონ.
Daily Sabah-ის ცნობით, თვითმფრინავი ხელოვნური რიფის ფუნქციას შეასრულებს. $93 000-ის ღირებულების თვითმფრინავი, რომლის სიგრძეც 54 მეტრი, ხოლო სიგანე 44 მეტრია, რამდენიმე სატვირთოთი მიიტანეს ადგილზე.
იდეის ავტორები პროექტის მეშვეობით დაივერების მიზიდვას გეგმავენ.