დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 96-ე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაგეგმილი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იქნება. შეხვედრაზე სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.
როგორც ქართული მხარე აცხადებს, ბლოკპოსტი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზეა და მისი დაშლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.