logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციამ ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 პირი
- +

2 სექტემბერი. 2019. 11:38

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული ვ. ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

 

„112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში უცხო პირი შესვლას ცდილობდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა  შეტყობინებაზე მყისიერად მოახდინეს რეაგირება და ვ.ბ. შემთხვევის ადგილიდან ახლოს, რამდენიმე წუთში მაშინ დააკავეს, როდესაც იგი მიმალვას ცდილობდა.

 

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner