logo_geo
eng_logo
3 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დასახელდება
- +

2 სექტემბერი. 2019. 12:58

 

3 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, ვინ იქნება წარდგენილი პრემიერის პოსტზე.

 

გიორგი ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით და პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრის გიორგი გახარიას წარდგენასა და შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი ხვალ გახდება ცნობილი.

„არის ასეთი მოსაზრება, მე ვერ ვიტყოდი, რომ უსაფუძვლო მოსაზრებაა, თუმცა შს სამინისტროსთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. საერთოდ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება განცხადება ხვალ დილას, პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე იქნება დამატებითი განხილვა. შედეგი ჯერ წინასწარ არ არის არც განსაცხადებელი და არც საფუძველი გვაქვს , რომ 100 %-იანი სიზუსტით ყველაფერზე ვილაპარაკოთ, განხილვები მიმდინარეობს და ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი“,- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner