ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რამდენიც არ უნდა იღლიცინოთ კომპზე მიჯაჭვულმა წარუმატებელმა და ბოღმიანმა ადამიანებმა, ამ ახალგაზრდა კაცზე, მისი პრემიერობის პერიოდში, ვერცერთმა ოპოზიციურმა და თუნდაც, მავნებლურმა ძალამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ადამიანზე ვერანაირი კომპრომატი ვერ მოიძია, თუ არ ჩავთვლით იმ უსაფუძვლო ინფორმაციებს, რასაც ნაცები ავრცელებდნენ და საბოლოოდ, ამ ყველაფერმა, ორღობის ჭორების შთაბეჭდილება უფრო დატოვა საზოგადოებაზე, ვიდრე კომპრომატის...
ისიც ცხადია და ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძეს, მისი წინამორბედის გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად, ბიუჯეტის თანხებში ხელი ბინძურად არ აურევია და ერთი თეთრიც არ მიუთვისებია... არც ანაკლიის პორტის წილებში უძრომიალია აკრძალული და უკანონო მეთოდებით და წილები, იმ გალსტუკიანი და რაფინირებული თაღლითივით, არ მიუთვისებია... კაცი, რომელიც მთელ ქვეყანას, ამერიკელების ლობირებითა და თანადგომით აშანტაჟებდა და თანამდებობიდან მანამ არ გადადგა, სანამ ბიძინა ივანიშვილმა არ გაასაჯაროვა მისი შანტაჟი... რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არცერთი სიტყვა ამ თემაზე ნაცებს არ უთქვამთ, რადგანაც ყოფილი პრემიერი სწორედ რომ ნაცებთან იყო შეკრული... ჰოდა, ამერიკელების ფავორიტ თაღლითს, როგორც იტყვიან ხოლმე, ყველაფერი ხახვივით შერჩა და კვირიკაშვილი, მოპარული მილიონებით ტკბობას დღემდე ბედნიერად განაგრძობს...(სადაც უნდა, იქ მიჩივლოს, ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ. დ.ლ.)..
ჰოდა, ამ წესიერ და პატიოსან ახალგაზრდას, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ბედნიერი მომავალი ჰქონდეს...ის საქართველოს ისტორიაში, პრემიერის თანამდებობით შევიდა და გზას, კარგი ადამიანისა და პროფესიონალის სახელით განაგრძობს. მადლობა მას, რომ ასეთი იყო“, - წერს ლიპარტელიანი.