logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: მე ვივლი წელგამართული და თავაწეული იმიტომ, რომ...
- +

2 სექტემბერი. 2019. 18:29

 

„მე ვივლი წელგამართული და თავაწეული იმიტომ, რომ მე რასაც ვაკეთებდი, ეს ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას“, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძემ ისაუბრა 20 ივნისთან დაკავშირებით და აღნიშნა,  რომ ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაყვება მას  და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

 

„ძალიან ბევრს დავდივარ საქართველოში და ასევე გავაგრძელებ სიარულს და მე ვივლი წელგამართული და თავაწეული იმიტომ, რომ მე რასაც ვაკეთებდი, ეს ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს, ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მე და დარწმუნებული ვარ, გაჰყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რაც შეეხება ჩემს მაშინდელ სიტყვებს, აქაც  სიტუაცია იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი. 7 წელია, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში და მე ვფიქრობ, მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა ღირებულებებით საუბრობს ის საზოგადოებასთან. როდესაც მე ეს სიტყვები ვთქვი, ბუნებრივია განწყობა იყო ასეთი და ეს განწყობა ერთი წამითაც არ შეცვლილა არასდროს, მაგრამ ამავე დროს  თქვენ ნახეთ ის კადრები, როგორ მიმდინარეობდა შტურმი საქართველოს პარლამენტის შენობაზე და პოლიცია, პასიური კორდონი ფაქტობრივად, ვეღარ ამაგრებდა და ვერ უწევდა წინააღმდეგობას შტურმს. მათ მოუწიათ ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სამწუხაროდ. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც მე პირადად სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner