logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა ბახტაძემ თავისი სიტყვა უკვე თქვა
- +

2 სექტემბერი. 2019. 18:44

 

„განხორციელებული არაერთი პროექტისა და განსახორციელებელი ამბიციური გეგმის ფონზე, ვფიქრობ, ბატონმა მამუკამ თავისი სიტყვა უკვე თქვა“,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ის მადლობას უხდის მამუკა ბახტაძეს და მომავალ პრემიერს წარმატებებს უსურვებს.

 

„ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე განხორციელებულმა პროექტებმა საფუძველი დაუდო ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებლად განსახორციელებელ ქმედებებს. ამ ფონზე კი ნამდვილად აღარ არის პოლიტიკური პოლარიზაციის დრო!

 

ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან, საკუთარ ინტერესებზე მორგებული, მოკლევადიანი ამოცანები ქვეყნისთვის არაფრისმომცემი და საზიანოა. განხორციელებული არაერთი პროექტისა და განსახორციელებელი ამბიციური გეგმის ფონზე ვფიქრობ, ბატონმა მამუკამ თავისი სიტყვა უკვე თქვა. მადლობა მას და წარმატებები მომავალ პრემიერ-მინისტრს“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner