„დასავლეთმა რუსეთთან ჩვეულ რეჟიმში არ უნდა ითანამშრომლოს“, - ამის შესახებ პოლონეთის ლიდერმა ანჟეი დუდამ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მხარს უჭერს თუ არა პოლონეთი დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებას? ამ კონტექსტში თავს ერთი კითხვა უნდა დავუსვათ: ღირს კი რუსეთს business as usual-ის პრინციპით მივუდგეთ და მათთან საკუთარი ინტერესების შესაბამისად ვითანამშრომლოთ? ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია“, - აღნიშნა დუდამ.