გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლალისყურის, ფშაველისა და ლეჩურის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. სოფლად მცხოვრებთა ძირითად საჭიროებად სასმელი და სარწყავი წყლის, ასევე შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხები დასახელდა.
სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივებს რთველის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სოფლისა და სოფლის განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და მოსახლეობას, სოფლებში არსებული საჭიროებების, ეტაპობრივად მოგვარების პირობა მისცეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრიორიტეტების მაქსიმალური გათვალისწინება და ეტაპობრივად, ყველა საჭიროების დაკმაყოფილება მოხდეს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.