logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს
- +

5 ივნისი. 2016. 15:11


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.


 

დღეს ერთ-ერთი მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ე.წ. კვლევის შედეგები, რომელიც თითქოს „ქართულმა ოცნებამ" პირველ ივნისს ჩაატარა. ვაცხადებთ, რომ მედიაში გამოქვეყნებულ ამ კვლევას არანაირი კავშირი არა აქვს არც „ქართულ ოცნებასთან" და არც რეალობასთან. სამწუხაროდ ამავე სააგენტომ აქამდეც გავრცელდა მსგავსი ტიპის ე.წ. კვლევა. ეს არის მარტივი მანიპულაცია და პოლიტიკაში ჩვენი კონკრეტული ოპონენტი ხშირად მიმართავს ამ მეთოდებს. „ქართული ოცნება" კვლევებს რეგულარულად ატარებს. არჩევნებამდე დაგეგმილია სავარაუდოდ კიდევ 2 კვლევის ჩატარება. შედეგებს კი საზოგადოება არჩევნების დასრულების შემდეგ იხილავს, როდესაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გამარჯვებას მოიპოვებს", - წერია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner