logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა: გახარია არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხედვა, არის ყოველთვის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში
- +

3 სექტემბერი. 2019. 11:36

 

 

„დღევანდელ მოცემულობაში გახარია მესახება იმ კანდიდატად, რომელიც გასცემს პასუხებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებსაც და პრობლემებსაც“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო ქაცარავამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენის კომენტირებისას.

 

„გახარია არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხედვა, არის ყოველთვის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში, იღებს პასუხისმგებლობებს და გადაწყვეტილებებს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია ყველა პოზიციაზე და თანამდებობაზე. დღევანდელ მოცემულობაში გახარია მესახება იმ კანდიდატად, რომელიც გასცემს პასუხებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებსაც და პრობლემებსაც.

 

ახალი პრემიერის მთავარი, უმთავრესი ამოცანაა, უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას. ეს დაკვეთაა - დაანახოს საზოგადოებას მკაფიო ხედვა ამ ქვეყნის მომავალზე და გააძლიეროს ჩვენ საზოგადოებასთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამას გახარია შეძლებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს მისი განვლილი კარიერა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner