„ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი უძილაურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის ახალი ფორმატი ხვალ დაანონსდება.
„მოკლედ, ივანიშვილის შეთავაზებაზე - შემდგარიყო მისი შეხვედრა "რუსთავი 2"-თან და „ტაბულასთან" და საუბარი პირდაპირი ეთერით გადაცემულიყო, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ უარი თქვა.
ტაბულამ" გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრისთვის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ფორმატით: მხოლოდ "ტაბულა" და ივანიშვილი. ამის შემდეგ „ტაბულას" მიეცა ახალი შეთავაზება, სხვა ტელეარხის ან ტელეარხების წარმომადგენლებთან ერთად მომხდარიყო შეხვედრა ივანიშვილთან. თუმცა ეს შეთავაზებაც უარყოფილ იქნა, რადგან ისინი თანახმა იყვნენ მხოლოდ "მსგავსი სარედაქციო პოლიტიკის" მქონე არხთან ერთად შეხვედროდნენ ყოფილ პრემიერს. ასეთ არხად კი „ტაბულა" მხოლოდ "რუსთავი 2"-ს მიიჩნევს...
მოკლედ, ორი შეთავაზება უარყოფილია. საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა ამ ორი არხის წარმომადგენელთა და ივანიშილის შეხვედრა - არ უნდათ, ნუ უნდათ. ხვალ დაანონსდება სულ სხვა ფორმატი", - წერს უძილაური.