logo_geo
eng_logo
სუს: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 4 სექტემბრის 21:00 საათიდან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვებს აწესებენ
- +

3 სექტემბერი. 2019. 17:26

 

 

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 4 სექტემბრის 21:00 საათიდან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვებს აწესებენ“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-მა ამ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ცხელი ხაზი“ გაააქტიურა.

 

„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 4 სექტემბრის 21:00 საათიდან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე აწესებენ უკანონო შეზღუდვებს.

 

აღნიშნული ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მოცემულ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გააქტიურებული იქნა „ცხელი ხაზი“.

 

ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები“, – აცხადებენ სუს-ში.

 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, სექტემბერში ე.წ. საზღვარზე რუს მესაზღვრეებთან ერთად დაგეგმილია ერთობლივი რეიდების ჩატარება. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ცოდნის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების გამო, საოკუპაციო რეჟიმი 4 სექტემბერს ორი დღით საქართველოს ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner