„ყველა სამუშაო შეხვედრას კარავში გავმართავ“ - სააკაშვილი თავისი კაბინეტის კარავში გადატანას აპირებს
-
+
5 ივნისი. 2016. 17:05
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მომავალ კვირას თავის სამუშაო კაბინეტს ოდესა-რენის გზაზე კარავში გადაიტანს. როგორც სააკაშვილი facebook-ზე წერს, მისი კაბინეტი კარავში მანამდე იქნება განთავსებული, სანამ სარემონტო სამუშაოები 100 %-ით არ დაფინანსდება.
„ყველა სამუშაო შეხვედრას და მიღებას კარავში გავმართავ და მას იქამდე არ დავტოვებ, სანამ სამუშაოების 100 %-ით დაფინანსება არ იქნება უზრუნველყოფილი. კმარა ადამიანების დაცინვა" - წერს სააკაშვილი.
სააკაშვილი აცხადებს, რომ გაეცნო სამუშაოებს და მათი დაფინანსებით არ არის კმაყოფილი. აღნიშნული საკითხის შესახებ სააკაშვილი ამ დღეებში უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

