logo_geo
eng_logo
იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ მიღებულ ქულებზე ინფორმაციას ავრცელებს
- +

3 სექტემბერი. 2019. 21:27

 

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მიერ მიღებული ქულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენცია შეაფასეს.

 

იუსტიციის საბჭოში 4 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება კენჭისყრა, რომელზეც პარლამენტისთვის წარსადგენი 20 კანდიდატი გაირკვევა. კენჭისყრა ფარული იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner