„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, მ/წ 4 სექტემბრის 21:00 საათიდან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე აწესებენ უკანონო შეზღუდვებს.
ამის შესახებ „პირველს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მოცემულ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გააქტიურებული იქნა „ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.
„აღნიშნული ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - განმარტავენ სუს-ში.