logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: როდესაც ძალა ჰქონდათ - არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, გადავიდნენ სტვენაზე
- +

4 სექტემბერი. 2019. 00:52

 

 

„ოპოზიციას „გავრილოვის რევოლუციის“ მოწყობა უნდოდა და ვერ მოაწყო“, – ასეთ კომენტარს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი იმ საპროტესტო აქციაზე, რომელიც პარლამენტთან იმართება. მისივე თქმით, როდესაც ძალა ჰქონდათ, არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, სტვენაზე გადავიდნენ.

 

„სარკასტულად შეიძლება ვუპასუხო, რომ „გავრილოვის რევოლუციის“ მოწყობა უნდოდათ და ვერ მოაწყვეს. სამწუხაროდ, ადამიანების დაშავების ფაქტები იყო, მაგრამ ტოლობის ნიშნის დასმა იმ დანაშაულებებს შორის, რაც ჩაიდინეს, თუნდაც მიტინგის დაშლის დროს და იმ მოვლენებს შორის, რაც 20 ივნისს მოხდა, შეუძლებელია, გამორიცხულია, მაგრამ მცდელობები იქნება და ერთ-ერთი გამოხატულება იყო დღევანდელი სტვენა. როდესაც ძალა ჰქონდათ, არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, გადავიდნენ სტვენაზე. ასე რომ, ეს პასუხი ზუსტად შეესაბამება, ადეკვატურია იმ კომენტარებისა, რაც ჩვენმა ოპონენტებმა გააკეთეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner