logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობას „განიცდიან“ ნაცსექტანტები...
- +

4 სექტემბერი. 2019. 02:29

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობას „განიცდიან“ ნაცსექტანტები, - თავდაცვის მინისტრი ამერიკელებისთვის მისაღები უნდა იყოსო.

 

ამ ფოტოზე ის მომენტია ასახული, თეთრი სახლის ვიცე-პრეზიდენტის ფლიგელში შეხვედრის მიმდინარეობისას პრეზიდენტმა ობამამ „შემთხვევით რომ შეისეირნა“ და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა.

 

ჰო, ეს ის პრეზიდენტი ობამაა, სააკაშვილს შეხვედრაზე 3 წლის განმავლობაში კატეგორიულ უარს რომ ეუბნებოდა და ბოლოს მხოლოდ 15 წუთით შეხვდა, როცა „რუსთმებრძოლს“ და სინამდვილეში რუსეთის ძაღლისშვილს ამ ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მოაწერინა ხელი.

 

ირაკლი ღარიბაშვილი კარგი თავდაცვის მინისტრი იქნება და ამის დასტურია სამხედროების, თადარიგის ოფიცრების და ვეტერანების რეაქციები მის მინისტრად დანიშვნაზე.

 

წარმატებას ვუსურვებ ირაკლი ღარიბაშვილს!“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner