logo_geo
eng_logo
უკრაინის რადამ დეპუტატების იმუნიტეტი გააუქმა
- +

4 სექტემბერი. 2019. 03:05

 

 

უკრაინის რადამ დეპუტატების იმუნიტეტი გააუქმა. საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლიდან შევა ძალაში. კანონპროექტს, რომელიც რადაში ჯერ კიდევ 2017 წელს პეტრო პოროშენკომ წარადგინა, 373 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ერთადერთი პარტია, რომელსაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, პრორუსული „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ იყო.

 

ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, 2020 წლის პირველი იანვრიდან უკრაინელი დეპუტატების სისხლის სამართლებრივი დევნა რადას თანხმობის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner