logo_geo
eng_logo
ფონდ „ქართუს“ საჩუქარი ბოტანიკურ ბაღს
- +

5 ივნისი. 2016. 17:57


საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ბაღის საპარკე ნაწილს უკვე ახალი ხემცენარე - პალმების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი იუბეა ​ამშვენებს.


ბოტანიკური ბაღი დიდ მადლობას უხდის ფონდ „ქართუს" საჩუქრისთვის.


„იუბეა პალმების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია, რომელიც უმეტესად სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ კი, ჩილეში გვხვდება. მისი სიმაღლე 25 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე - 1.5 მეტრს.

 

IUCN -ის საკონსერვაციო სტატუსის მქონე ეს ძვირფასი მცენარე პირველად შემოვიდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციაში. იშვიათი ეგზოტი უკვე ამშვენებს ბაღის საპარკე ნაწილს და თავისი სილამაზით იქცევს დამთვალიერებელთა ყურადღებას" - აცხადებენ ბოტანიკურ ბაღში.


„მათი მოვლა საქართველოს კლიმატურ პირობებში პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. იუბეა -15 გრადუს ყინვასაც კი უძლებს, მას მარტივად შეუძლია სხვადასხვა კლიმატურ ზონასთან ადაპტირება და შესაბამისად, ზრდასა და განვითარებაში ტემპერატურის ცვალებადობა ხელს ვერ შეუშლის. მცენარე ძვირფასი შენაძენია ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციისათვის", - აცხადებს ნიადაგმცოდნე, პროფესორი თემურ ნაკაიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner