სამტრედიაში, ნაჩხატაურის უბანში ნავთობბაზაზე ცეცხლი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სამტრედიაში ხანძარი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა.
არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება.
ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.