საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური საკუთარი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ გააკეთებს - ამის შესახებ „რეპორტიორს" დეპუტატის პრესსამსახურის წარმომადგენელმა აცნობა.
დეპუტატი პარტიის საინიციატივო ჯგუფს ხვალ, 12:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის საკუთარ კაბინეტში წარადგენს.