logo_geo
eng_logo
ლაშა ღლონტი გურამ თამაზაშვილს: შენნაირი ადამიანები არასოდეს კვდებიან!
- +

5 ივნისი. 2016. 21:27


მომღერალი ლაშა ღლონტი ანსამბლ „ქართული ხმების" სოლისტს გურამ თამაზაშვილს იხსენებს:



„ნასესხები ფულით შენ თვითონ პრობლემების მქონეს რამდენჯერ გიქირავებია დიდი მანქანა, დაგიტვირთავს პროდუქტით და სოფელში დაგირიგებია მეზობელ-ნათესავებისათვის, რამდენჯერ გაგითენებია ღამე მშობლების საფლავთან, რამდენი ახალბედა მომღერალი დაგიყენებია გზაზე, რამდენი ადამიანისათვის გიპატიებია, რამხელა სიყვარული გიფრქვევია, როგორ გიმღერია ისე არამიწიერად შენი არქაული ხმით ისე, როგორც გენიოსებს ეკადრებათ!!!!

 

ყოველთვის, ყოველი კონცერტის წინ ჩემთან ხარ, ვერასოდეს, ვერავინ ვერ გამაკვირვებს სიმღერით, იმიტომ რომ შენს განუმეორებელ ბუბუნა ხმასთან და არამიწიერ ნიჭიერებასთან ერთად ყოველთვის მესმოდა შენი უპატიოსნესი და უღალატო გულის ძგერა!!! დიდო მესტრო მართლაც დიდო მაესტრო, რაც იმდენად უბრალოდ მეჩვენებოდა ყოველთვის, რომ ამ სიდიადეს ვერც კი ვამჩნევდი!!!

 

მიყვარხარ და არ მეშინია სიკვდილის, იმიტომ რომ ვიცი იქაც გვიპატრონებ შენს საყვარელალილოს" და არამარტოალილოს" საერთოდ ყველას ისე, როგორც მხოლოდ შენ იცოდი!!! შენნაირი ადამიანები არასოდეს კვდებიან!!!

 

სრულიად ახალგაზრდამ 55 წლისამ დაგვტოვე, დღეს 63 ის გახდი, მაგრამ იცოდე: შენი ოცნება ახდა და ეს მარტო ჩვენ ვიცით!!!

გვიყვარხარ მამი!!!"- წერს ღლონტი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner