-
+
5 სექტემბერი. 2019. 11:28
შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 4 ლოკაციაზე ამოქმედდა:
- მე-17 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი) - მე-20 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
- მე-20 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) - მე-17 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
- მე-20 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) - 21-ე კილომეტრამდე (რუსთავი, ლომაურის ქუჩის კვეთა), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;
- 21-ე კილომეტრიდან (რუსთავი, ლომაურის ქუჩის კვეთა) - მე-20 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;
სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოს მასშტაბით უკვე 697 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. საქართველოს მასშტაბით სულ ჩართულია 3 952 ვიდეოკამერა, მათ შორის 1345 ნომრის ამომცნობი და 2607 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.