logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ევროპელო რევიზორო, კომისარო, ბიუროკრატო, ჩინოვნიკო - შენ დედა გყაავს?
- +

5 ივნისი. 2016. 23:14


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


ევროპელო რევიზორო, კომისარო, ბიუროკრატო, ჩინოვნიკო - შენ დედა გყაავს?


1. მერამდენედ უნდა გვიღალატოთ და შეგვატოვოთ ღრუსეთს!?


2. ის დიპლომატიური, ისტორიული და არსებული სიტუაციის ცოდნა შეგირცხვინეთ თითოეულს - საქართველოს, უკრაინას, თურქეთსა და კოსოვოს, ერთ კონტექსტში რომ განიხილავთ, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ზედმიწევნით კარგად იცით, რომ საქართველო იმდენად წინ არის წასული, თურქეთისა და უკრაინასთან შედარებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხში, რამდებადაც შორსაა ერთმანეთისგან ჩინეთი და არგენტინა. თუ გათანაბრებაზე ვსაუბრობთ, მაშინ გადაიხადეთ საბერძნეთის ვალები და გაინაწილეთ თანაბრად პრობლემები..... ეს სამართლიანი იქნება?


3. ის პოლიტიკოსები, ასეთი თავგამოდებით, რომ ამტკიცებდით - დიახ, დიახ, უკრაინას უნდა მიებას ჩვენი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები და ვიზალიბერალიზაციაო, გამოდით უნდა დაგითვალოთ პატრიოტიზმის, პოლიტიკური ალღოსა და "პრადვინუტობის" კოეფიციენტი....


4. ჰერ ტომას დე მეზიერ - ანუ, საქართველოს მოქალაქეებს, ბინები ისევ საქართველოში რომ გაეძარცვათ, მაშინ მოგვცემდით უვიზო მიმოსვლის უფლებას? გერმანიის მოქალაქეები, ან სხვა ევროპული ქვეყნების შვილები, არ ქურდობენ, არ ყაჩაღობენ, არ თაღლითობენ? მაფიოზები ჩვენი მოგონილი არ არის, ვერც პროცენტულად გადაგიჯოკრავთ კრიმინალით - ცოტანი ვართ ზოგადად, არც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განვიტარებული კრიმინალური სამყარო გვყავს და არც საერთაშორისო თაღლითური სინდიკატები. ისე რომ თითიდან გამოწოვილი საბაბია. მაგ ლოგიკით ყველა ევროპულ ქვეყანას უნდა აეკრძალოს უვიზო მიმოსვლა. იტალიას, პოლონეთს, საფრანგეთს, პორტუგალიასა და ესპანეთს. დაგიშლიათ ევროპა და ეგაა.....


5. უხერხულია კია, ამ ციფრის, ხუთიანის გასწვრივ, სინდისსა და ნამუსზე რომ მიწევს საუბარი საქართველოში, მაგრამ რომელი ევროპული კულტურა და ფასეულობა გაძლევთ უფლებას, ჯერ დააწესოთ ათასგვარი პირობა, ვიზალიბერალიზაციის მისაღებად? მერე კომისარებმა ყველა ევროპული ქვეყნისა, ასობით ვიზიტებისა და რევიზიების შედეგად, ერთხმად იყვიროთ, რომ საქართველომ ყველაფერი პირნათლად შეასრულაო და ბოლოს, კრიმინალის, რომელსაც ეროვნება არ გააჩნია, სარჩულით - ჩვენ ქვეყანას უარი უთხრათ? მოიგონოთ "შეჩერების" მექანიზმები და თქვენი უნიათობითა და მიყრუებით გაუბედურებულ, ლტოლვილებად ქცეულ მუსლიმების მოზღვავებას დააბრალოთ ეს უარი???


6. პერ შტაინბრიუკის ციტატა - "სანამ ევროზონაში პრობლემებს არ მოვაგვარებთ, მიგრაციული კრიზისიდან გამოსავალს არ ვიპოვით და რუსეთთან დროებით შეთანხმებას არ მივაღწევთ, დაწესდეს მორატორიუმი ევროზონაში გაწევრიანებზე, ევროკავშირის გაფართოებაზე და ნატო-ში ახალი ქვეყნების მიღებაზე ".... აქ მნიშვნელოვანია


ა) სანამ პრობლემებს არ მოაგვარებთ...? - უკაცრავად, ვის აბოლებთ? ევროპის მთელი ისტორისს მანძილზე, დაასახელეთ 1 წელი თუ არა, 1 დღე მაინც, პრობლემები რომ არ გქონოდათ... - ანუ, მარადიული მორატოტიუმი დაგვიწეწსეთ ?


ბ) რომელია მიგრაციული კრიზისიდან გამოსავალი? აღარ მიუყრუებთ სხვა ქვეყნების აწიოკებას, თუ ყველას თურქეთში გადაასახლებთ იმ პირობით, რომ თურქეთს უვიზო მიმოსვლას მისცემთ - მარადიული მორატორიუმის გაუქმების ჟამს???


და ბოლოს, ყველაზე მთავარი, მტკივნეული და შეურაცჰმყოფელი ჩვენი ქავეყნის მოქალაქეებისათვის განცხადება.... -


გ) რუსეთთან რომელ დროებით შეთანხმებაზე საუბრობთ? როგორც ლენინთან და სტალინთან 70 წლიანზე? აფხაზეთის, ოსეთის, ყარაბახის, დნეპრისპირეთის, ყირიმისა და "ნოვოროსიის" შეტყაპუნებით? - თქვენ, ჰერ შტაინბრიუკ, უდაოდ მართებულათ მოგმართავენ რუსები - "ხერ".....


7. ევროპელო რევიზორო, კომისარო, ბიუროკრატო, ჩინოვნიკო - იცოდე, რომ საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება თავის ევროპულ ოჯახს, მანამ შენ ბოლომდე გაანადგურებ ამ პერსპექტივას! პირველი ევროპელი ხომ საქართველოში დაიბადა, იგი დედამ შობა.


მაშ ასე, ევროპელო რევიზორო, კომისარო, ბიუროკრატო, ჩინოვნიკო - შენ დედა გყაავს?


პ.ს. Oscar Magallanes arts

ბმულზე იხილეთ ამ პოსტის საბაბი - http://www.interpressnews.ge/.../382965-die-welt-germaniis-sa..."



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner