ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ საგარეჯოს არჩევნების საქმეზე გამოძიების დასრულებამდე თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტი უნდა დატოვოს.
„მივესალმები, პროკურატურამ რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართალის საქმე აღძრა. დაგვიანებული რეაქცია იყო, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს".
რაც შეეხება თინა ხიდაშელს, რათა არ გაგვიჩნდეს კითხვის ნიშნები, რომ ძიება სამართლიანად და ზეწოლის გარეშე მიმდინარეობს, თინა ხიდაშელს უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება და დატოვოს თანამდებობა.
გავიხსენოთ სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის საქმე, როდესაც პირადად მის საქმეს კი არა, სამინისტროში მომხდარ ფაქტს იძიებდნენ. მაშინ დავით კირვალიძე მოიქცა პასუხისმგებლობით და შეიჩერა უფლებამოსილება. თინა ხიდაშელმაც კეთილი ინებოს და დატოვოს თანამდებობა. მითუმეტეს მის შემთხევვაში არსებობს ვიდეომასალა, სადაც ის ითვლიდა მის მიერ გაყალბებულ ბიულეტენებს. ეს იყო პირდაპირი დარღვევა და მაშინ თავდაცვის მინისტრი სამარცხვინოდ მოიქცა", - განუცხადა „რეპორტიორს" ბაღათურიამ.