„სამშენებლო სექტორში კლება მხოლოდ საბანკო რეგულაციებით არ იყო გამოწვეული - ამის გამომწვევი ფაქტორი იყო, მათ შორის, სამშენებლო რეგულაციები და ნებართვების გართულებული გაცემა“, - ამის შესახებ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანმა აღნიშნა ისიც, რომ სამშენებლო სექტორში „გაფუჭებული სესხების“ პროცენტული მაჩვენებელი იმდენად მცირე იყო, რომ განსაკუთრებულ დარეგულირებას არ საჭიროებდა, რაც საბოლოოდ ეროვნულმა ბანკმაც გაიზიარა.
მისივე თქმით, ბოლო ორი თვეა, რაც სამშენებლო სექტორში არის სოლიდური ზრდა და 6.1%-იან ეკონომიკურ ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სამშენებლო სექტორია.
„იყო შეხვედრა დეველოპერებთან, ბანკებთან და ამ სფეროში მოხდა „შერბილება“. იპოთეკური სესხები ამ ეტაპზე დაახლოებით 25%-ით იზრდება. სამშენებლო სექტორში 16- თვიანი კლების შემდეგ, ვხედავთ ზრდას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.