ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დაიწყო. როგორც შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძის განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა და დისკუსიები მარტივი არ იქნება.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. საშუალება მექნება უფრო თემატურად ვისაუბრო შეხვეედრის დასრულების შემდეგ და მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. თუმცა, გაცხადებულია ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენს მიერ საგუშაგოს იქ ჩადგმა ემსახურება უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ეს საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში“, - განაცხადა ანთაძემ.
რაც შეეხება სოფელ წნელისთან განთავსებულ საგუშაგოს, ანთაძემ დასმულ კითხვაზე კონკრეტულად არ უპასუხა, თუმცა, აღნიშნა, რომ „დღევანდელი შეხვედრა და ჩვენი დისკუსიები არ იქნება ნამდვილად მარტივი“.
„უფრო თემატურ და დეტალურ ინფორმაციას შეხვედრის დასრულების შემდეგ მოგაწვდით“, - განაცხადა ანთაძემ.