logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს საგადასახადო სფეროში დაგეგმილი ინიციატივები გააცნო
- +

6 სექტემბერი. 2019. 13:33

 

2019 წლის 5 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულის გადასახადით დაბეგვრის ახალ რეგულაციებს შეეხება. ვახტანგ ლაშქარაძემ, ასევე ისაუბრა უწყებაში არსებულ სიახლეებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზე.

 

„აღნიშნული პროექტის განხორციელება, ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელების მხრიდან დეკლარირების პროცესის გამარტივებას, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზების დახვეწას, დეკლარირების პროცესში ტექნიკური შეცდომების შემცირებას, შემოსავლების სამსახურის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

 

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაიგეგმა თემატური შეხვედრა დამატებული ღირებულის გადასახადით დაბეგვრის ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში ჩატარდება.

 

სამუშაო შეხვედრას 10 ბიზნესასოციაციის, კერძოდ: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia), საქართველო–ევროპის ბიზნეს საბჭოს (EUGBC), ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA Georgia), გადასახადის გადამხდელთა კავშირის, ასოციაცია ქალები მომავლისთვის, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner