logo_geo
eng_logo
თბილისის მერის მოადგილე „შემოდგომის თბილისის“ ღია რეპეტიციას დაესწრო
- +

6 სექტემბერი. 2019. 15:10

 

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 15 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, რიგით 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გაიმართება. კახიძის მუსიკალურ ცენტრში ღია საფესტივალო რეპეტიცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

 

„შემოდგომაზე, თბილისში, საფესტივალო ცხოვრებას ძალიან დიდი დღესასწაულით ვიწყებთ. მსმენელს 11 დაუვიწყარი კონცერტი ელოდება. მინდა აღვნიშნო, რომ შემოდგომა თბილისში ამ მხრივ ძალიან გამორჩეული იქნება. წინ გვაქვს ორი თეატრალური, ფოტო და კინო ფესტივალები. ვფიქრობ, რომ თბილისს აქვს პოტენციალი გახდეს საფესტივალო ქალაქი და ზოგადად, რეგიონში, კულტურის დედაქალაქი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

 

„შემოდგომის თბილისი“ აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს. მასში, მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი მუსიკოსები, ისე მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები იტალიიდან, ლატვიიდან   და  ისრაელიდან, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეხვდებიან ქართველ მსმენელს. მათ შორის, ხატია ბუნიათიშვილი, გიორგი კოვალიოვი, გიორგი ხარაძე, ალექსანდრე და დანიელ გურფინკელები, ვოკალური ანსამბლი LATVIAN VOICES, ანსამბლი „დიდგორი“, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ლა სკალას კამერული ორკესტრი და სხვა. ფესტივალის ფარგლებში, 11 ოქტომბერს,  კომპოზიტორ  ალექსანდრე  შავერზაშვილის  100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოც გაიმართება.

 

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 წელს ჯანსუღ კახიძის სახელობის  თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე.

 

ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრების, განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას. ფესტივალზე მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნოს პროფესიული მუსიკის სფეროში მოღვაწე, გამოჩენილი მუსიკოსები.

 

27-ე  საერთაშოროსო მუსიკალური ფესტივალი  „შემოდგომის თბილისი“

პროგრამა

 

15 სექტემბერი - ფესტივალის გახსნა

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტები: გიორგი კოვალიოვი (ალტი)

გიორგი ხარაძე (ჩელო)

დირიჟორი - ვახტანგ კახიძე

 

19 სექტემბერი

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტები: ალექსანდრე და დანიელ გურფინკელები (კლარნეტი)

მიხეილ გურფინკელი (ბანის კლარნეტი)

დირიჟორი - ვახტანგ კახიძე

 

22 სექტემბერი

ფოლკლორული  ანსამბლი „დიდგორი“

 

25 სექტემბერი

ვოკალური ანსამბლი „LATVIAN VOICES”

 

28 სექტემბერი

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტი - ხატია ბუნიათიშვილი  (ფორტეპიანო)

დირიჟორი - ვახტანგ კახიძე

 

1 ოქტომბერი

ქალაქ რიგის სტრადინსის უნივერსიტეტის გუნდი ,,რიგა

დირიჟორები:  ევიტა ტარანდა, ზანე ზილბერტე

საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპე

სოლისტი - ილზე დუმინა-კროია (ორგანი)

 

3 ოქტომბერი

ლა სკალას კამერული ორკესტრი

სოლისტები: სიმონიდე ბრაკონი (ალტი)

ვახტანგ კახიძე (ფორტეპიანო)

დირიჟორი – ვახტანგ კახიძე

 

6 ოქტომბერი

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი

სოლისტი - ჰიაოუ ჟანგი

 

9 ოქტომბერი

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტი - ჰიაოუ ჟანგი (ფორტეპიანო)

დირიჟორი - ვახტანგ კახიძე

 

11ოქტომბერი

 კომპოზიტორ  ალექსანდრე  შავერზაშვილის  100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი

მონაწილეობენ:

ლიანა კალმახელიძე (სოპრანო)                ნატალია ქუთათელაძე (მეცო სოპრანო)

თეიმურაზ გუგუშვილი (ტენორი)                ელდარ გეწაძე (ბარიტონი)

თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო)                  ელენე შავერზაშვილი (ფორტეპიანო)

გიორგი შავერზაშვილი (ფორტეპიანო)          გიორგი ხაინდრავა (ვიოლინო)

გიორგი თაგაური (ვიოლინო)                   ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო)

ნინო თარგამაძე (ჩელო)                        ელისო ბაბუაძე (ჩელო)

ირაკლი ევსტაფიშვილი (ფლეიტა)              გვანცა აბურჯანია (სოპრანო)

ლიზა კერესელიზე (სოპრანო)                   მარიამ შარაშენიძე (სოპრანო)

ვარდუი პოზოიანი (მეცო სოპრანო)             საბა ბითარაშვილი (ბანი)

 

17ოქტომბერი

ქალაქ რუსთავის ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“

 

კონცერტების დასაწყისი 19:30 სთ

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ.125

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner