გიორგი საჯაია განათლების ახალი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებ წერს:
„ჯეჯელავას ლექციებს ვუსმენ ორი დღეა (რაც ინტერნეტ სივრცეში მოიპოვება).
მე არ ვიცი, რას იზამს ის განათლების მინისტრის პოსტზე, მაგრამ ლექციების მსვლელობისას, რამდენჯერმე ფეხზე წამოვდექი და ტაში დავუკარი. საერთო მეგობრებისგან მსმენია, რომ კარგ მენეჯერობასთან ერთად, უაღრესად განათლებული პიროვნებაა, მაგრამ მე ვიცნობ ბევრ გადასარევ მენეჯერს და უფრო მეტ ერუდიტ-ინტელექტუალს, რომლებსაც ერთი წამითაც კი არ მივაბარებდი არცერთ, ქვეყნის სწორი განვითარების თვალსაზრისით პრიორიტეტულ სფეროს და მით უმეტეს, ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე მნიშვნელოვანს - განათლებას.
ასეა თუ ისე, ჯეჯელავასია "ბურთიც და მოედანიც" და ვანხოთ, რამდენად შეუძლია მას, პრაქტიკულად განახორციელოს ყველაფერი ის, რაც, ფაქტია, რომ თეორიულად გადასარევად იცის. წარმატებები განათლების ახალ მინისტრს!"