logo_geo
eng_logo
„ალექსი პეტრიაშვილთან მყოფ კახა საკანდელიძეს თავდამსხმელებმა შუბლზე იარაღი მიაბჯინეს და დაემუქრნენ...“
- +

27 თებერვალი. 2016. 12:18


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატების" წევრ ალექსი პეტრიაშვილთან ერთად საბურთალოს სასაფლაოზე, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საკანდელიძე იმყოფებოდა. ტელეკომპანიის ცნობით, საკანდელიძეს თავდამსხმელებმა შუბლზე იარაღი მიაბჯინეს და დაემუქრნენ, რომ თუკი ის ალექსი პეტრიაშვილს დაეხმარებოდა, მასაც ესროდნენ. საკანდელიძე დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.


ალექსი პეტრიაშვილს თავს გუშინ დაესხნენ, იმ დროს, როცა ლევან მიქელაძის საფლავზე, სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner