logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილასო- ისეთი სახით მკითხა სიცილი ვეღარ შევიკავე!
- +

6 ივნისი. 2016. 03:55



ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:


„ქაშვეთის გადმოღმით მიყვარს ჩამოჯდომა. ორი ახალგაზრდა კამათსა და დავაში გართული მომიჯდა გვერდით. ერთი მაინც ისეთი განსაკუთრებით გადარეული და ისეთი შეყვარებული იყო, ლომ-ვეფხვის გაწყვეტის შიშით აფრიკა-ინდოეთში ექსკურსიაზეც რომ არ გაიშვებოდა.


ბოლოს იქამდე მივიდა - მაგან რომ უარი მითხრას, თავს ჩამოვიხრჩობო - ...და ისეთი ფიცი მოაყოლა, რომ ცოცხლები ზემოთ შეაშფოთა და მიცვალებულები საფლავში!


- რამდენი წლის ხარ? - ისე ვკითხე, რომ არ წყენოდა.


წამიერად დამაკვირდა და ცხრამეტისო, მითხრა. ისევ წამიერი (ყველასაგან რომ თანაგრძნობას ელი, ის სჭირდა) პაუზა გააკეთა და... საკუთარი ღირსებები რომ ჩამოთვალა, ის გოგო რამ დააბრმავათქო, კი ვიფიქრე.


- თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილასო - ისეთი ხმით და სახით მკითხა სიცილი ვეღარ შევიკავე!


- მე აწი რაღას ვიზამ შვილო, მარა შენ მაგის გარდა, სულ ცოტა, კიდევ თერთმეტი სახრჩობელა გელოდება წინ. შენხელა რომ ვიყავი მე თორმეტჯერ ჩამომხსნეს მასეთი ყულფიდან და მეცამეტედ მაინც სამუდამოდ გავყავი თავი! გაიგე?!..


...ერთმანეთს შეასკდნენ!

სამივენი დიდხანს და ხმამაღლა ვიცინოდით!


რა კარგები არიან, ეს მამა..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner