logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისე „ევროპულმა საქართველომაც“ არ იცის, სად როგორ მოიქცეს
- +

7 სექტემბერი. 2019. 02:01

 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრა მიუღებელია, რადგან თუკი ოპონენტს კითხვას უსვამ, პასუხის გაცემის საშუალებაც უნდა მისცე. მისი თქმით, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ასევე „ევროპულმა საქართველომ" გაუშვეს შანსი.

 

„რას ნიშნავს პროტესტი? მაშინ საერთოდ არ უნდა მისულიყვნენ. პოლიტიკური ბრძოლა ნიშნავს, რომ ტრიბუნაზე დადგე და იქ მოიგო დიალოგი. გაბუტვით და საპროტესტო აქციებით მოგებული პოლიტიკური პარტიები არ მასხოვს. გამარჯვებისუნარიანობა იკარგება მსგავსი სტილით მოქმედების დროს. ასეთ შეხვედრას რა აზრი აქვს? როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ," ისე „ევროპულმა საქართველომაც" არ იცის, სად როგორ მოიქცეს. საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად შეუძლიათ ტელევიზიებში მივიდნენ და იქ ჩამოაყალიბონ თავიანთი სათქმელი.

 

რაშიც უნდა გამოიყენო იმ ადამიანის მოსვლა, იმისთვის არ იყენებენ. თუკი გააჩუმე და მხოლოდ შენ ილაპარაკე, დიალოგს რა აზრი აქვს? ერთი მხარე რომ ლაპარაკობს, ამას მონოლოგი ჰქია და არა დიალოგი.

 

ეს უმცირესობის მხრიდან გაშვებული შანსია. გამოდის, რომ მათი ადგილი პარლამენტში საერთოდ არ არის“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

თავად გიორგი გახარიამ კი „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს ასე მიმართა:

 

„თქვენ ამომრჩეველი არჩევნებზე შეგაფასებთ. აქედან „ნაციონალები" გაიქცნენ, თქვენ მიკროფონს არ მირთავთ. ეს არის თქვენი შიში“, - მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს გახარიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner