პოეტი მაია კახიძე ქართული ემიგრაციის მუზეუმში გამართული „ემიგრანტის წერილის“ საერთაშორისო ლიტერტურული კონკურსს შესახებ მის შთაბეჭდილებებს საზოგადოებას უზიარებს.
„გაუმარჯოს ქართულ პროზას და პოეზიას!
დღეს, თბილისში, ქართული ემიგრაციის მუზეუმში „ე მ ი გ რ ა ნ ტ ი ს წ ე რ ი ლ ი ს“ საერთაშორისო ლიტერტურულ კონკურსში მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. პროექტის ავტორმა, ქალბატონმა რუსუდან გოგბერაშვილმა ყველაფერი გააკეთა ამ დღის მართლაც ლამაზად დასაგვირგვინებლად.
ფინალისტების გარდა მობრძანდნენ ჟიურის წევრები, მწერლები, პოეტები, მხატვარ -დიზაინერი, პროფესორი მაქს მეირ შავიტი, რომელმაც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნა სრულიად ახალი ნამუშევარი, გრიგოლ რობაქიძის „არჩიბალდ მეკეში“ და მანვე ჯილდო "მუზა" გადასცა ებრაელ პოეტს, ლილი კრიხელს (ჯილდოს შემდგომ გადასცემს ქ - ნი რუსუდანი).
მეირ შავიტი ქართული კულტურის დიდი ქომაგი იყო დღესაც.
ამ კონკურსის ფინალისტებიც ბევრნი გახდნენ პროზაში და პოეზიაში, მაგრამ სხვადასხვა ნომიციაში გაიმარჯვეს: გივი ჩიღვინიძემ, გიორგი აღნიაშვილმა, ნინო მოდრეკილაძემ, ციური მესხიშვილმა, ლიკა ყიფშიძემ, ეკატრინე ბჟალავამ, ირმა გოდერძიშვილმა, დიანა ლომიძემ და სხვებმა. პროზაში პირველი ადგილი და გრიგოლ რობაქიძის პრიზი "არჩიბალდ მეკეში" კი წილად ხვდა ჩემს მეგობარს - ლანა მანველს.
ყველას გილოცავთ მთელი გულით და სულით! მიხარია ნამდვილად და ნება მომეცით, განსაკუთრებით ლანა მანველს მივულოცო! წარმატებებს გისურვებთ!“- აღნიშნავს კახიძე.