logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: გისურვებთ სიმართლეში ცხოვრებას და ნაკლებ „მოდელირებულ ქრონიკებს“
- +

6 ივნისი. 2016. 04:12


ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „facebook"-გვერდზე ჟურნალისტ  სალომე ასათიანის შესახებ წერს:


„მე თუ მკითხავთ სალომე ასათიანს ცოტა აკლია, რომ იყოს ძლიერი ჟურნალისტი. თავისი გრძნობები უნდა მოთოკოს და ეცადოს რომ ნეგატივთან ერთად პოზიტივიც აუცილებლად დაინახოს.

 

ადვილია იყო კრიტიკული ჟურნალისტი, უფრო რთულია რომ იყო ობიექტური. ვფიქრობ, რომ ზედმეტად ანტი გამოუვიდა და არ ვფიქრობ რომ დავალებას ასრულებდა. უცებ მოუნდა რომ "მაგარი" გამხდარიყო მაგრამ საკმაოდ სუბიექტურად გამოუვიდა. იმდენად კრიტიკული იყო რომ ჩერგოლეიშვილი რომ ყოფილიყო მის მაგივრად შეიძლება უფრო ობიექტური ინტერვიუ გამოსულიყო. სალომესთვის ჟურნალისტობის მაგალითად მოვიყვან ნინო შუბლაძეს, რომელსაც ვფიქრობ რომ ჰქონდა რაღაც სიმპათიები მხარის მიმართ, მაგრამ არ იკადრა და ობიექტურ ჟურნალისტობას მიანიჭა უპირტესობა.

 

ვფიქრობ სალომეც სწორად შეაფასებს ყველაფერს და არ დაიკარგება.

 

ჟურნალისტმა ხალხს უნდა მიაწოდოს მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია რომ საზოგადოების დასკვნა იყოს პროგრესისკენ მიმართული და შეცდომაში არ შევიდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როცა არჩევნები მოდის.

 

გისურვებთ სიმართლეში ცხოვრებას და ნაკლებ "მოდელირებულ ქრონიკებს"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner