logo_geo
eng_logo
პროკურატურა „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართ გირაოს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას მოითხოვს
- +

7 სექტემბერი. 2019. 20:03

 

„რუსთავი 2“-ის საქმეზე „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან ერთად მოითხოვს, რომ ბრალდებულს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

 

„ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს ბრალდებულ ზურაბ იაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ გირაოს 50 000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, ბრალდებულს აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე“, - განაცხადა გუბელაძემ.

 

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner