ავტორი თეა ფირცხალავა
5 სექტემბერს კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ „მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით კეზერაშვილის, მიშა სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ტელევიზიას საზოგადოებრივ-პილიტიკური და სხვა სახის გადაცემების ეთერში გაშვების უფლება ექნება... გამოდის, ეს კომისია ნაციონალებითაა გატენილი, ისევე, როგორც ბევრი სხვა უწყება...
ჰოდა, მებადება კითხვა:
კი მარა, ან დავით კეზერაშვილს, ან ნიკა გვარამიას (მიშაზე ლაპარაკიც არ ღირს) როგორ ახსნევინებთ ტელევიზიას? ბნელა? სამიდან ერთს - კეზერაშვილს - ნახევარი მსოფლიო ეძებს, რადგან ფულის გათეთრებასა და იარაღით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი (რაც ძალზე ახლოსაა სიმართლესთან), სამიდან გრძელი, ანუ მეორე, მართალია, ცოცხალი ლეშია, მაგრამ ცოლის ხელ-ფეხ-პირით მოქმედებს, მესამე - უკვე ბრალდებულია და არც გირაოს თანხის გადახდას აპირებს... თან მილიონობით ლარის ვალი აქვს (აღარაფერს ვამბობ იბერია TV-ს ვალების დაფარვაზე, თუნდაც თანამშრომლების მიმართ)...
აი, ამ სამეულს ახსნევინებთ ტელევიზიას, ანუ „მთავარ“ არხს, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის 70%-ს ნერვები უნდა აუშალოს და დღე და ღამ მიშას ხროტინი და სანდრას წყევლა-მუქარა ასმენინოს? და რაც მთავარია, „მთავარის“ სახელით?
რა ვიცი, მე ჩემი მითქვამს და...
ბარემ მიშაც ჩამოიყვანეთ და საავტორო გადაცემა წააყვანინეთ!