logo_geo
eng_logo
პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე პოლიციამ 89 დემონსტრანტი დააკავა
- +

7 სექტემბერი. 2019. 22:50

 

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე პოლიციამ 89 დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „Le Parisien“ წერს. პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციაში 800-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

 

საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ მონპელიეშიც. პოლიციის ინფორმაციით, 3000-კაციან აქციაზე 500-მდე ადამიანი რადიკალური ქმედებებით გამოირჩეოდა, რის გამოც სამართალდამცველებს რამდენჯერმე ცრემლმდენი გაზის გამოყენება მოუწიათ. დემონსტრანტთა ჯგუფმა პოლიციის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა. საერთო ჯამში მონპელიეში 7 მომიტინგე დააკავეს.

 

„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ საავტომობილო საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner