logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: იცით, რაა ყველაზე გულსაკლავი, ბატონო გალაკტიონ?..
- +

8 სექტემბერი. 2019. 02:45

 

 

„რაა მასზე გულსაკლავი, მეტეხო და დიღმის ველო,

მიდიოდე და ფიქრობდე: ეს არ არის საქართველო!“

გალაკტიონი.

 

***

მოდით, დროებით, საქართველოს თავი დავანებოთ (როგორ დავანებოთ?!) და ამ ჩვენს უძღებ (არა, გაუმაძღარ) თანამემამულეებს მივხედოთ:

 

იცით, რაა ყველაზე გულსაკლავი, ბატონო გალაკტიონ (როგორ არ უხდება მეფეს ასეთი მიმართვა)?

 

ის, რომ, თურმე, საქართველოს გაჭირვება ჩვენზე (გაჭირვებულ ქართველებზე) უფრო მეტად აწუხებდათ გვარამიას, მელაძესა და გაბუნიას, ეს კიდევ არაფერი: გაცილებით უფრო მეტად აწუხებდათ კოდუასა და უტიაშვილის თანამეცხედრეებს - ჟორჟოლიანსა და კვესიტაძეს(?!).

 

არადა, გაჭირვებულ საქართველოში, თვითონ 60 და 40 ათასიან ხელფასებს იღებდნენ.

კი, ყოველთვიურად!

პრემიები კიდევ სხვა იყო!

იმ საქართველოში, მეფეო, სადაც თქვენ ზამთრის მოახლოების გეშინოდათ, რადგან პალტო არ გქონდათ. თქვენს განცხადებას კი, - პალტოს შესაძენი ფული გამომიყავითო, - ზამთრის სუსხზე მეტად ყინავდა განათლების მინისტრის(თუ კომისრის) რეზოლუცია:

„უარი ეთქვას!“

არა, გვარამიას მინისტრობას რომ მოსწრებოდით, ასე ნამდვილად არ მოგექცეოდათ.

შესაძლოა, თავისი 27 პალტოდან ერთ - ერთიც კი დაეთმო.

მერე რა, რომ არ მოგერგებოდათ...

 

ხოლო მისი ბელადი და მამა - მარჩენალი, ფულსაც უშურველად გამოგიყოფდათ - გასაპიარებლად.

 

თქვენ არ ჩაგრეცხავდათ (ამდენი ბოლშევიკებსაც კი ესმოდათ).

 

იმას კი ადვილად მიუტევებდით, თუ თქვენს ძალიან ცნობილ ლექსს („ატმის რტოო, დაღალულო რტოო“...) ანა კალანდაძისად გამოაცხადებდა.

 

***

წარმოვიდგინე, მეფეო, თქვენი ირონიული ღიმილი...

 

***

„მაგრამ რა მევარდება?!“

დღესაც თითქმის იმ დღეში ვართ, მეფეო, თქვენ რომ დაგვტოვეთ.

რომ შეგახედათ, დღეს როგორ იქცევიან ჩვენი ე. წ. პოლიტიკოსები?!

ა, ხედავთ?!

მაპატიეთ.

წუთით დამავიწყდა, რომ „გალაკტიონი ხედავს, გალაკტიონმა იცის“...

 

***

„რა ძნელია, რუსთაველო, მეტეხო და დიღმის ველო“...

 

იოსებ ჭუმბურიძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner