logo_geo
eng_logo
საფრანგეთში „ევრო-2016“-ის დაცვის 3500 თანამშრომლიდან 82 ტერორიზმშია ეჭვმიტანილი
- +

6 ივნისი. 2016. 10:40



გამოცემა „Le Point"-ის ცნობით, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გახსნამდე, საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა კერძო დაცვის ორგანიზაციების 3500 თანამშრომელი შეამოწმა, ვინც გამოთქვა სურვილი, „ევრო - 2016"-ის უსაფრთხოების სამსახურში ემუშავა. ამ ადამიანებიდან 82 პირი იმ მონაცემთა ბაზაშია აღრიცხული, ვინც შესაძლოა დაარღვიოს სახელმწიფო უსაფრთხოება ან ჩაიდინოს ტერორისტული აქტი.



„Le Point"-ის ინფორმაციით, 10 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში, ტურნირის მსვლელობისას უსაფრთხოების დასაცავდ 85 ათასი ადამიანია ჩართული. 2015 წლის 13 ნოემბერს „ისლამურმა სახელმწიფომ" საფრანგეთში ტერაქტები განახორციელა, რასაც 120 ადამიანი ემსხვერპლა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner