logo_geo
eng_logo
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის IV საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება
- +

6 ივნისი. 2016. 10:43



6 ივნისს, 12.00 საათზე, კულტურის სამინისტროში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის IV საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი, იტალიის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელი ნინო კილოსანიძე, ფესტივალის დამფუძნებელი თამარ ლიჩელი, ფესტივალის ორგანიზატორი მაკო ფაცურია და მევიოლინე გია იაშვილი გაუძღვებიან.

 

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს პროექტისCheck in Georgia" ფარგლებში ტარდება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით 10 -13 ივნისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში იმართება.

 

ფესტივალში, თ. ამირეჯიბის აღზრდილ და მსოფლიოში ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობენ - ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე, ირმა გიგანი, ასევე, ცნობილი მუსიკოსები უცხოეთიდან: დენის შაპოვალოვი (რუსეთი), კენ აისო (იაპონია), რაფალ ლუკი (პოლონეთი), კამილა ბიდლოვსკა (პოლონეთი), ალესანდრო მარინო (იტალია), გიორგი ხარაძე (საქართველო-საფრანგეთი), გია იაშვილი (საქართველო-გერმანია) და ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე. შესრულდება მოცარტის, ბეთჰოვნის, შოპენის, შუმანის, ბრამსის, ლისტის, ვაგნერის, ბოკერინის, დებიუსის, რახმანინოვის, ფრანკის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები.             


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner