logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: იმედს ვიტოვებ, დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ
- +

27 თებერვალი. 2016. 12:45


შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, საბურთალოს სასაფლაოზე მომხდარი ფაქტი გაიხსნება.



არ მინდა წინასწარ რაღაც ინფორმაციების მოწოდება. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში მაქსიმალური რესურსი მივმართეთ ამ საქმის გამოძიებისკენ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს საქმე გაიხსნება და დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



ალექსი პეტრიაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე თავს გუშინ დაესხნენ. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.



შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner