„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში ჩეხი ტურისტებით სავსე ავტობუსი დაცხრილეს.
კრიმინალური შემთხვევა საფრანგეთში, დრომის დეპარტამენტის ტრასაზე მოხდა. ფრანგული პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის დროს ავტობუსში 75 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვებიც.
სროლის შედეგად დაჭრილია 6 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა სანადირო იარაღიდან განხორციელდა.