logo_geo
eng_logo
ავღანეთში ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ გილკი მოკლეს
- +

6 ივნისი. 2016. 10:52



ავღანეთში, აშშ-ის ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოს თანამშრომელი, ფოტოჟურნალისტი დევიდ გილკი მოკლეს.


გილკი ავღანეთში ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან ერთად მოგზაურობდა. მათ კოლონას ცეცხლი ჰელმენდის პროვინციაში გაუხსნეს. გილკთან ერთად დაიღუპა მისი თარჯიმანიც.



დევიდ გილკის კონფლიქტის ზონაში გადაღებული ფოტოებისთვის არაერთი ჯილდო ჰქონდა მიღებული.

ის აშუქებდა ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტებს, ასევე ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს" შორის ღაზის სექტორში დაპირისპირებას.



გილკმა მოამზადა რეპორტაჟები ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების, სომალიში შიმშილისა და ლიბერიაში ებოლას ეპიდემიის შესახებ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner