logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას
- +

8 სექტემბერი. 2019. 19:42

 

„ჩვენ შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

 

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ქართულმა ეკონომიკამ მიიღო საგარეო შოკი.

 

„პირველ რიგში ეს გამოწვეულია იმით, რომ რეგიონი სწრაფად ვერ ვითარდება. ამას ემატება 20 ივნისის დრამატული მოვლენები, რომლმაც პირველივე თვეს 60 მილიონ დოლარიანი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს. საგარეო შოკის შემთხვევაში პირველ დარტყმას იღებს კურსი და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რეალურ სექტორზე არ გადავიდეს. მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას. ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა ექვსი პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ფუნდამენტურად ჯანმრთელია და ეკონომიკის სიმყარე აუცილებლად გამოიწვევს ლარის გამყარებას. რადგან რეალური სექტორი აჩვენებს საკმაოდ მყარ მაჩვენებლებს. ჩვენ შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner