logo_geo
eng_logo
ვაჟა სირაძე: მოქალაქეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, არ დაემორჩილნენ პოლიციას და ისინი ადმინისტრაციული წესით დავაკავეთ
- +

8 სექტემბერი. 2019. 20:26

 

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, პარლამენტის წინ სამივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. ამის შესახებ ვაჟა სირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

 

მისივე თქმით, მოქალაქეთა ჯგუფი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა მოთხოვნებს.

 

„იყო კონფლიქტური სიტუაცია აქციის მონაწილეებს შორის. მოვიდა მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, არ დაემორჩილნენ პოლიციას და მოხდა ადმინისტრაციული წესით დაკავება", - აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

 

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის წინ აქცია „სირცხვილიას“ გასაპროტესტებლად ბეჟან გუნავა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მივიდნენ. ბეჟან გუნავა და მისი მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას და ტერიტორიიდან „სირცხვილიას“ აქციის მონაწილეების გაძევებას ცდილობდნენ, რისი საშუალებამ მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner