logo_geo
eng_logo
„თალიბანი“ აშშ-ს ემუქრება
- +

8 სექტემბერი. 2019. 21:39

 

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მოლაპარაკების გაუქმების გამო შეერთებული შტატები ბევრს დაკარგავს.

 

ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო მომენტამდე ყველაფერი კარგად იყო. მოძრაობამ აშშ-ს გამოცდილება დაუწუნა.

 

ტრამპმა „თალიბანთან“ მოლაპარაკებები გააუქმა.

 

7 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, „თალიბანთან“ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიოს.

 

„თალიბანთან“ აშშ-ის შეთანხმების თანახმად, ვაშინგტონი ავღანეთიდან 5 400 სამხედროს გაყვანას გეგმავდა. ამის შესახებ 2 სექტემბერს შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადმა განაცხადა. შეთანხმება მოლაპარაკებების 9 რაუნდის შედეგი გახდა.

 

ხალილზადის ინტერვიუს ეთერში გასვლისას ქაბულში აფეთქება მოხდა, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. როგორც BBC წერს, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და „თალიბანს“ შორის შეთანხმებით ავღანეთში ყოველდღიური ძალადობა არ შეწყდება.

 

„თალიბანის“ დაჯგუფება აკონტროლებს ავღანეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს. აშშ-მ ეს ტერიტორია 2001 წელს დაბომბა.

 

ბოლო მონაცემებით, ავღანეთში 20 000 უცხოელი სამხედრო იმყოფება.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წლის 7 თვეში ავღანეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს 1500 ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner