logo_geo
eng_logo
„ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არ არის დარჩენილი არც ერთი საკითხი, რომელზეც კითხვის ნიშნები აქვთ ევროპელ კოლეგებს“
- +

6 ივნისი. 2016. 11:08



ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა აღებული ვალდებულება შესრულებული აქვს.



უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ შესრულებული გვაქვს ყველა ის ვალდებულება და ამას აღნიშნავს აბსოლუტურად ყველა. არ არის დარჩენილი არც ერთი საკითხი, რომელზეც კითხვის ნიშნები აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და მეგობრებს. პროცესები მიმდინარეობს.

ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შს სამინისტროები. ასე რომ, დაველოდოთ პროცესების განვითარებას, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ივლიან ევროპაში", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner