logo_geo
eng_logo
ესპანეთის სანაპიროზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
- +

8 სექტემბერი. 2019. 23:25

 

ესპანეთის სანაპიროზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ინციდენტი კანტაბრიას პროვინციაში, რისის სანაპიროზე მოხდა.

 

გავრცელებული ცნობით, გამნაღმველებმა მოწყობილობა კონტროლირებადი აფეთქების საშუალებით გააუვნებელყვეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მეტალის კონტეინერში მოთავსებული ნაღმი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა.

 

გასულ თვეს ესპანელმა სამართალდამცველებმა ზღვაში ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო, ბარსელონაში მდებარე სან-სებასტიანის პოპულარული სანაპიროდან დამსვენებლების ევაკუაცია განახორციელეს. მაშინ ბომბი სანაპიროდან 25 მეტრის მოშორებით, ზღვის ფსკერზე იპოვეს. ის ესპანეთის სამოქალაქო ომის დროინდელი აღმოჩნდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner